შინაარსზე გადასვლა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისაქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას. ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი დაფუძნდა 2021 წლის 16 მარტს.[1] კულტურის საკითხები 2021 წლამდე შედიოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში, თუმცა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კულტურის კომიტეტის ცალკე ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი[2] და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.[3] კულტურის კომიტეტის შემადგენლობაში შედის 11 დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა განსაზღვრა. მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. კულტურის კომიტეტის პრიორიტეტებად განისაზღვრა ქვეყანაში არტ-ინდუსტრიის დანერგვა-განვითარების მიმართულების ხელშეწყობა და კულტურული დიპლომატიის განვითარება ქართული კულტურის წარმოსაჩენად მსოფლიოში.

სახელოვნებო განათლების რეფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წელს კომიტეტმა მუშაობა დაიწყო სახელოვნებო განათლების რეფორმაზე. კომიტეტის განახორციელა ინიციირება საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება პედაგოგის სტატუსის მინიჭება პროფესიულ პედაგოგებზე.

კანონპროქტი ითვალისწინებს ტერმინის „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას. მასწავლებლის მაძიებლად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლებად დასაქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და აქვთ სახელოვნებო სფეროში პროფესიული განათლება.[4] სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.[5]

ამავე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის ბაზაზე განიხილება ახალი საპილოტე სახელოვნებო სკოლების შექმნის იდეა და ინოვაციური პროგრამების შემუშავება.[6][7][8][9][10][11]

კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის კომიტეტთან შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები კომიტეტს საკუთარ ხედვებს, გამოცდილებებს უზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან.[12][13]

კულტურის დიპლომატია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურის დიპლომატია და მისი მეშვეობით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა წარმოადგენს. კომიტეტი ხშირად მართავს შეხვედრებსა და სამუშაო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს კულტურის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის. შეხვედრები იმართება საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთანაც.

კულტურის დიპლომატიის ფორმატით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და კომიტეტის წევრებმა 2021-2023 წლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს საფრანგეთში[14][15][16], ლატვიაში,[17][18][19], ბელგიაში[20][21][22][23], სერბეთში,[24][25][26] საბერძნეთში,[27][28] იტალიაში,[29][30][31][32][33][34][35] სომხეთში[36], შვეიცარიაში,[37][38][39] ლატვიაში[40][41][42][43] აზერბაიჯანში,[44][45][46][47] ფინეთში,[48][49][50] ისლანდიაში,[51][52][53] უნგრეთში,[54][55] დანიაში,[56][57][58][59] შვეიცარიაში[60][61] საფრანგეთში,[62]გერმანიაში,[63][64][65] ყაზახეთში,[66][67]არაბთა გაერთიანებული საამიროებში,[68][69][70][71] ჩეხეთში.[72][73][74][75]

2022 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.[76][77][78]

2023 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.[79] კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.[80] კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრთან,[81] აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოსა[82] და კულტურის კომიტეტის წევრებთან.[83]

2023 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში 11 წევრია:[84]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კულტურის კომიტეტის დებულება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-11. ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  2. Georgian pianist Elisso Bolkvadze named UNESCO Artist for Peace
  3. პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს
  4. კულტურის კომიტეტის ინიციატივით, დასკვნითი თემატური დისკუსია „სახელოვნებო განათლების რეფორმა“ გაიმართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  5. პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  6. პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების სფეროს სისტემური ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-13. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
  7. პანელური დისკუსია ბათუმში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  8. კულტურის კომიტეტმა ქედის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  9. პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-11. ციტირების თარიღი: 2023-07-11.
  10. კულტურის კომიტეტის ინიციატივით სამეგრელოს რეგიონში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  11. კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  12. კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
  13. პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  14. ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში შეხვედრებს მართავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  15. ელისო ბოლქვაძე პარიზის ნაციონალურ ასამბლეაში კულტურის და განათლების კომისიის პრეზიდენტს, ბრუნო სტუდერს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  16. ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  17. ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, არვილს აშერადენსს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  18. ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკაში კულტურის სფეროს დაწესებულებებს ეცნობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  19. ელისო ბოლქვაძემ ლატვიის რესპუბლიკაში „დძინტარის” საკონცერტო დარბაზი მოინახულა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  20. ელისო ბოლქვაძე დედოფალ ელისაბედის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ პრეზიდენტს ბერნარდ დე ლონუას შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  21. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ლუვენის უნივერსიტეტის რექტორს ბერნარდ კულისს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  22. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბელგია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს მარკ დემესმაეკერს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  23. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კლულტურის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს თემის ქრისტოფიდუს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  24. ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  25. ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დუბრავკა ფილიპოვსკის შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  26. ელისო ბოლქვაძემ ბელგრადში „საქართველოს დღის“ ღონისძიება გახსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  27. ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრს ლინა მენდონის შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2021-12-30.
  28. Meeting of Chairperson of Educational Affairs Committee and Chairperson of Greece-Georgia Parliamentary Friendship Group with Chairperson of Educational Affairs Committee of Parliament of Georgia
  29. ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტში, დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიტორია კაზას შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-13. ციტირების თარიღი: 2022-05-11.
  30. ელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის “SANTA CECILIA HALL” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-11. ციტირების თარიღი: 2022-05-11.
  31. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-11. ციტირების თარიღი: 2022-05-11.
  32. ელისო ბოლქვაძე ვატიკანში წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის გენერალურ მდივანს, არქიეპისკოპოს ჯორჯო დემეტრიო გალაროს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-11. ციტირების თარიღი: 2022-05-11.
  33. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ვიზიტი იტალიაში
  34. https://www.adnkronos.com/ucraina-bolkvadze-georgia-pace-e-integrazione-europea-attraverso-cultura_6tRcCSkA6VU9FDHNzplFBW Ucraina, Bolkvadze (Georgia): "Pace e integrazione europea attraverso cultura
  35. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი/ვიზიტი იტალიაში
  36. ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვაღრამ დუმანიანს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-05. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  37. ელისო ბოლქვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისს (UNICEF) ეწვია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-05. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  38. ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC) წარმომადგენელს, სარა ბეტრისეის შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-05. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  39. ელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-05. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  40. ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-05. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  41. ბექა ოდიშარია, ელისო ბოლქვაძე და ირაკლი ზარქუა ლატვიის სეიმში შეხვედრებს მართავენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-21. ციტირების თარიღი: 2022-08-05.
  42. ელისო ბოლქვაძე ლატვიაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  43. ელისო ბოლქვაძე და ბაია კვიციანი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  44. ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  45. ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წარმომადგენლებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  46. ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ანარ ქარიმოვს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  47. A Meeting at Milli Majlis
  48. ელისო ბოლქვაძე ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს პაულა რისიკოს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  49. ელისო ბოლქვაძე ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  50. ელისო ბოლქვაძე ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-31. ციტირების თარიღი: 2022-10-31.
  51. ელისო ბოლქვაძემ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.
  52. ელისო ბოლქვაძის ოფიციალური ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.
  53. ელისო ბოლქვაძე ისლანდიის კულტურის მინისტრს ლილია ალფრედსდოტირს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.
  54. ელისო ბოლქვაძე ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ლაცლო პოზანს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-06. ციტირების თარიღი: 2023-04-06.
  55. ელისო ბოლქვაძე უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-06. ციტირების თარიღი: 2023-04-06.
  56. ელისო ბოლქვაძე დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  57. ელისო ბოლქვაძე კოპენჰაგენის მერს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  58. ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  59. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-04. ციტირების თარიღი: 2023-05-04.
  60. ელისო ბოლქვაძე შვეიცარიის პარლამენტში შეხვედრებს მართავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-11. ციტირების თარიღი: 2023-07-11.
  61. ელისო ბოლქვაძე, შვეიცარიის პარლამენტის კანტონთა საბჭოს მეცნიერების, განათლების და კულტურის კომისიის პრეზიდენტს, ბენედიქტ ვიურტს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-11. ციტირების თარიღი: 2023-07-11.
  62. ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში იზაბელ როშს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-11. ციტირების თარიღი: 2023-07-11.
  63. ელისო ბოლქვაძე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-11-13. ციტირების თარიღი: 2023-11-13.
  64. Freude über die europäische Perspektive Georgiens
  65. Sitzung des Ausschusses für Kultur und Medien
  66. საპარლამენტო დელეგაცია ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  67. საპარლამენტო დელეგაცია ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  68. ელისო ბოლქვაძემ მსოფლიო მმართველობის სამიტი 2024-ის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  69. ელისო ბოლქვაძე დუბაიში გამართული მსოფლიო მმართველობის სამიტის (WGS) მუშაობაში მონაწილეობს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  70. ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  71. ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-20. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  72. ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეცნიერების, განათლების, სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-11. ციტირების თარიღი: 2024-03-11.
  73. ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-11. ციტირების თარიღი: 2024-03-11.
  74. ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებების და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-11. ციტირების თარიღი: 2024-03-11.
  75. ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-11. ციტირების თარიღი: 2024-03-11.
  76. საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-11. ციტირების თარიღი: 2023-01-11.
  77. Delegation of Armenian Parliament Visits Tbilisi
  78. Sisak Gabrielyan and Eliso Bolkvadze signed a joint memorandum in the field of culture
  79. საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  80. Azərbaycan və Gürcüstan parlamentlərinin Mədəniyyət komitələri arasında əməkdaşlıq haqqında memorandum imzalanıb
  81. ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  82. ელისო ბოლქვაძე და სავალან მირზოევი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის, ჰეიდარ ალიევის ფონდის მმართველი საბჭოს წევრს შეხვდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  83. ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-31. ციტირების თარიღი: 2023-10-31.
  84. კულტურის კომიტეტის წევრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-27. ციტირების თარიღი: 2022-04-27.